20 წლის ბარბარე ამირბარის სახლთან ერთი თვის წინ ჩვილი დატოვეს. ახალშობილის კალათში იყოს წერილი, რომელსაც ბავშვის დედა ჩვილ ბავშვთა სახლის ადმინისტრაციას მიმართავდა, რომ მისი შვილი არ გაეშვილებინათ, რადგან აუცილებლად დაბრუნდებოდა.
ამ ისტორიის შესახებ ბარბარე ამირბარმა გადაცემა "პროფილში" ისაუბრა. ის თავადაც ახალგაზრდა დედაა, 10 თვის შვილი ჰყავს და მომხდარმა მასზე ძალიან იმოქმედა.
ჩვილ ბავშვთა სახლი ბარბარეს სახლის მოპირდაპირე მხარესაა. ღამის 12 საათი იყო, დიდი ალბათობით, ქალმა ჩვილი ქუჩაში ვერ მიატოვა, ამიტომ საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აიყვანა და კიბის კუთხეში დატოვა.
"ბავშვი არ ჰგავდა გადაგდებულს. დარწმუნებული ვარ დედა გამოჩნდება, როცა ფეხზე დადგება... ბაშვის კალათში ძალიან ემოციური წერილი იყო. წერდა დედა, რომ ეს იყო უკიდურესი ზომა, არაფრის გაკეთება არ შეეძლო ად ბავშვისთვის, რადგან არ მიიღო ოჯახმა, არც ქმარმა... " მე დავბრუნდები, არ გამიშვილოთ. დიდი მადლობა, რომ იცავთ ბავშვებს და მე ვიზრუნებ თქვენს სახლზეო... ერთადერთი რაც მინდა ამ ცხოვრებაში, რომ ჩემი შვილი კარგად იყოს, არ გამიშვილოთ".
ბარბარე პირველი მივიდა ჩვილთან და ხელში აიყვანა. ჩვილი ბიჭუნა აღმოჩნდა. "ძალიან ჰგავდა ჩემს შვილს, ლურჯთვალება... იყო ძალიან სუფთა და მოვლილი. როცა ხელში ავიყვანე იმდენად პატარა მომეჩვენა, რომ დაახლოებით 2 კვირის მეგონა. როცა სასწრაფო მოვიდა, შეამოწმეს, ჭიპლარი კარგად იყო მოშუშებული, სავარაუდოდ 1 თვის იქნებოდა", - ყვება ბარბარე.
ოჯახმა მაშინვე დარეკა პოლიციაში. ბავშვს აჭამეს.
ტელეეთერით ბარბარემ ჩვილის დედას მიმართა და სთხოვს გამოჩნდეს, რადგან უამრავმა ადამიანმა გამოთქვა მზადყოფნა შეიფარონ დედა-შვილი.
შემთხვევა 18 სექტემბერს, თბილისში, საბურთალოს რაიონში მოხდა. გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. ჩვილი ამჟამად ბავშვთა სახლშია და მასზე ზრუნავენ.