logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი უკანონო ბორდერიზაციაზე: ეს არის რუსების მხრიდან პოლიტიკური ჩხვლეტა
- +

19 ოქტომბერი. 2019. 22:04

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილი უკანონო ბორდერიცაზიას რუსების მხრიდან პოლიტიკური ჩხვლეტას უწოდებს, რაც კრემლს სჭირდება საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის გამოსაწვევად, ნატო-ს გაფართოების შესაკავებლად.


​მისივე თქმით, სამხედრო ან უსაფრთხოების თვალსაზრისით ამ მავთულხლართებს, არანაირი კავშირი არ აქვთ კრემლის პირდაპირ ინტერესთან.

"რუსეთის პირდაპირი ინტერესი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არის სამხედრო ბაზები, რაც არის ნატო-გაფართოების მთავარი შემაკავებელი ფაქტორი. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ე.წ. ბორდერიზაცია კრემლისთვის არ წარმოადგენს უსაფრთხოების მნიშვნელოვან ზომას. თუმცა პოლიტიკურ ნაწილში ეს პროცესი ძალიან მგრძნობიარეა საქართველოსთვის. ის დაიწყო 2008 წლის ომის შემდგომ, გრძელდება დღემდე", - განაცხადა სესიაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში. 

მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებამ ისიც უნდა გააცნობიეროს, რომ კრემლს თუ სურს მავთულხლართების გაბმა, ამას 5-6 თვეში დაასრულებს. ჩვენ კი ვხედავთ, რომ 11 წელია ხან ერთ ადგილზე ჩასვამენ ბოძს, ხან მეორეზე.


"მაგალითად ატოცში 2018 წლის ნოემბერში ჩასვეს ბოძები, რასაც ჩვენი მხრიდან მწვავე რეაგირება მოჰყვა საერთაშორისო დონეზე, მას შემდეგ, ერთი წელი გავიდა და ახლა გაავლეს რკინის ბადე. შესაბამისად ეს არის რუსების მხრიდან პოლიტიკური ჩხვლეტა, რადგან ცხადია, რომ სამხედრო ან უსაფრთხოების თვალსაზრისით ამ მავთულხლართებს არანაირი კავშირი არ აქვთ კრემლის პირდაპირ ინტერესთან. მათი მიზანი პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევაა“, - აცხადებს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner