logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო - საქართველოს ინტერესების გარშემო ყველა კონსოლიდირებულია
- +

19 ოქტომბერი. 2019. 22:11

პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილის მოსაზრებით, რუსული პროვოკაციების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებას ორი გზა აქვს, ან სამხედრო მოქმედებით უნდა განდევნოს ოკუპანტი, ან გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ფორმატი იმისთვის, რომ მიაღწიოს დეოკუპაციას.

როგორც სესიაშვილი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, ომი ისეთ მეზობელთან, როგორიც რუსეთია და რომლის შესაძლებლობებიც ძალიან დიდია, მიუღებელია, თუნდაც იმის გამო, რომ ცხინვალშიც და აფხაზეთშიც საქართველოს თანამოქალაქეები ცხოვრობენ. ამიტომ ხელისუფლება ბრძოლის მეორე გზას ირჩევს.

 

"ყველა ფორმატს ვიყენებთ დაწყებული ჟენევიდან დამთავრებული ადგილზე ორმხრივი, სამმხრივი ურთიერთობით, რომლის მთავარი პრაქტიკული ამოცანაა ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები დავიცვათ. ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ნატო ყველა კონსოლიდირებულია ჩვენი ინტერესების გარშემო და ჩვენ ვამბობთ, რომ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას“, - განაცხადა  დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner