logo_geo
eng_logo
საპატრულო პოლიციამ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
- +

20 ოქტომბერი. 2019. 11:49

 

საპატრულო პოლიციამ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.პ. დააკავეს.

 

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ა.პ. ფონიჭალის დასახლებაში, გადამოწმების მიზნით შეაჩერა. სამართალდამცველებმა მისგან 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner