logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: დადგება თუ არა ამის საჭიროება და ვინ ვისთან შექმნის კოალიციას, დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგებზე
- +

21 ოქტომბერი. 2019. 10:48

 

დადგება თუ არა ამის საჭიროება და ვინ ვისთან შექმნის კოალიციას, დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგებზე“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში კოალიცია ჩამოყალიბდება, თუმცა, მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებში უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

 

„როდესაც საარჩევნო კომისია დაითვლის შედეგებს და პარტიები ნახავენ რა მხარდაჭერა მიიღეს, შემდეგ იქნება რეალური საუბარი უმრავლესობის ფორმირებაზე და იმაზეც, ვინ ვისთან ითანამშრომლებს. ჩვენ ვიბრძოლებთ უმრავლესობის მოსაპოვებლად. ჩვენ ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რასაც ჩვენი საზოგადოება მიიღებს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner