logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საზოგადოება, ამის მიხედვით დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს
- +

21 ოქტომბერი. 2019. 11:06

 

 

„ჩვენ ვენდობით ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. რასაც გადაწყვეტს ჩვენი საზოგადოება და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები 2020 წლის არჩევნებში, მისაღები იქნება და ამის მიხედვით დავგეგმავთ ჩვენს შემდგომ საქმიანობას. როგორც ყველა პარტია დემოკრატიულ სისტემებში, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ და შევძლოთ უმრავლესობის ფორმირებაც. თუ თქვენ იცნობთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლის მიზანიც არის წაგება - გთხოვთ მითხრათ“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საზოგადოებამ დაინახა, რომ  „ქართული ოცნებაა“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც შეცვალა კონსტიტუცია ისე, რომ კონკრეტული ერთი ხელისუფლების საჭიროებებზე არ ყოფილიყო მორგებული. მისივე თქმით, მომავალში, თეორიული შანსიც ძალიან ცოტა რჩება, რომ ვინმემ მიიღოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა. შესაბამისად,  მომავალი პარლამენტი  იქნება უფრო დაბალანსებული პოლიტიკურად და უფრო პლურალისტული.

 

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ ოპოზიციასთან ერთად საარჩევნო რეფორმაზე.  ჩვენ გვინდა შევცვალოთ  პარტიების დაფინანსების წესი, მედიაში დროის განაწილების პრინციპი უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე გავხადოთ, კამპანიის ჩატარების წესები გავაუმჯობესოთ და ეუთოს მიერ რაც იყო გაცემული რეკომენდაციები ბოლო  საპრეზიდენტო არჩევნების დროს, შევასრულოთ მაქსიმალურად. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამაც აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა მეტია და ჩვენ ამისთვის მზადყოფნას გამოვთქვამთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner