გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ორგანიზებით კრწანისის ტყე-პარკში საქართველოს წითელი ნუსხისა და ტყისშემქნელი სახეობის ნერგებით ხეივანი გაშენდა. ჯამში 200-მდე ტუიას, ძელქვისა და თელას ნერგი დაირგო.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ჟურნალისტები, „ჯი–ელ–სის“ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები ,მწვანე მოხალისეები და კომპანია „ზედაზენი“, რომელიც პროექტის „ჩერო - ბუნების მეგობარი“ ფარგლებში აქციის მონაწილეებს ნატურალური წვენებით გაუმასპინძლდა.
ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის მწვანე საფარის აღდგენაზე ხის დარგვის სეზონის დაწყებასთან ერთად აქტიურად მუშაობს. გაზაფხულზე დაგეგმილია 100 000-მდე ნერგის, მათ შორის წითელი ნუსხის სახეობების დარგვა და საირიგაციო სისტემის მოწყობა.
ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი და ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სტერლინგ მორტონია.