„თუ შნო გაქვთ, ააშენეთ, თუ არა და წადით სახლში მთელი კონსორციუმი“, - ექპსერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ანაკლიის კონსორციუმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ექსპერტის თქმით, ყოველ კვირა ქუჩაში ბრიფინგი სერიოზულობის პრეტენზიის მქონე კომპანიისაგან პირველად ხდება მსოფლიოში:
„ძალიან გთხოვთ, ნუ გადაგვაყოლეთ ამ ანაკლიის პორტის აშენების ამბავს. დაიღალა ხალხი. თუ შნო გაქვთ, ააშენეთ, თუ არა და წადით სახლში მთელი კონსორციუმი. ჩვენც დავისვენებთ და თქვენც უფრო სასარგებლო საქმეში დახარჯავთ დროს. ყოველ კვირა ქუჩაში ბრიფინგი სერიოზულობის პრეტენზიის მქონე კომპანიისაგან პირველად ხდება მსოფლიოში“, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.