logo_geo
eng_logo
გრიგოლ ლილუაშვილი: ჩვენი ქვეყნის სუსტი მხარეა მეზობლებთან მოუგვარებელი საზღვრები, რაც საბჭოთა წყობამ დატოვა
- +

23 ოქტომბერი. 2019. 01:09

 

სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სუსტი მხარეა ის, რომ კეთილგანწყობილ მეზობლებთანაც კი მოუგვარებელი საკითხები გააჩნია, მათი შორის, დავით გარეჯთან დაკავშირებით. 

მისივე შეფასებით, ეს არის მძიმე მემკვიდრეობის, შედეგი, რომელიც კომუნისტური პარტიის მმართველობამ დაუტოვა ქვეყანას. 

 

" სხვათა შორის, ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ანალოგიური პრობლემები აქვთ ერთმანეთთან, ვინაიდან ამ ქვეყნებს არასდროს ჰქონიათ ერთმანეთთან მკაცრად დაფიქსირებული, დელიმიტირებული და დემარკირებული საზღვრები. ეს არის ჩვენი მძიმე მემკვიდრეობა. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს ახლო მეზობლებთან, ჩვენ ძალიან კარგ მეგობარ ქვეყნებთან გამოვძებნით საერთო ენას და წყნარ და მშვიდ რეჟიმში და არა აჟიტირებულ რეჟიმში. ის კომისიები, რომელიც შექმნილია საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის მიზნით, დაასრულებენ შედეგიანად თავიანთ საქმიანობას, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებით", - განაცხადა ლილუაშვილმა "იმედის" ეთერში.

 

თურქეთთან ურთიერთობას რაც შეეხება, ლილუაშვილის თქმით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთზე, საბჭოთა კავშირის რკინის ფარდა გადიოდა, უკვე დაფიქსირებულია ის მყარი ზოლი, რასაც სახელმწიფო საზღვარი ჰქვია.




 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner