„მიუღებელია ის, რაც ატოცში ხდება. ეს არის უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელება“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გორის რაიონის სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის საკითხს გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსშია საერთაშორისო ორგანიზაციები.
„ჩვენი პარტნიორები მუდმივად გვყავს საქმის კურსში, მათ შორის, თანათავმჯდომარეები. ჩემი მოადგილის, ლაშა დარსალიას სატელეფონო საუბარი შედგა ყველა თავმჯდომარესთან: ეუთო, ევროკავშირი, გაერო. ბუნებრივია, ჩვენ განსაკუთრებული სიმწვავით დავაყენებთ როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ისე ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში. მიუღებელია ის, რა იქ ხდება. ეს არის უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელება და ჩვენ აუცილებლად ვართ თანმიმდევრული“, - განაცხადა ზალკალიანმა.