logo_geo
eng_logo
დავით ბირკაძე: ადამიაინ, ვინც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ტყის გაშენებაში მონაწილეობს, საკაცობრიო საქმეს აკეთებს
- +

23 ოქტომბერი. 2019. 22:17

 

 

ნებისმიერი ადამიანი, ვინც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ტყის გაშენებაში იღებს მონაწილეობას, კაცობრიობის საქმეს აკეთებს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ფეისბუქ მომხმარებელი დავით ბირკაძე ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას.

 

ადამიანს წელიწადში დაახლოებით 740 კგ ჟანგბადი სჭირდება, მიუხედავად იმისა თუ სად არის ის ჩაწერილი, რომელიც დაახლოებით 8-10 ხის ტოლფასია. ბევრმა იქნებ ასე მაინც გაიაზროს, რომ ნებისმიერი ადამიანი და მითუმეტეს ახლა, ვინც კი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ტყის გაშენებაში იღებს მონაწილეობას, კაცობრიობის საქმეს აკეთებს და თუ მინიმუმ დადებითს არ იტყვი მასზე, გაჩუმდი მაინც, იყავი ობიექტური. "ტოჟე მნე" მიხეილ მურმანიშვილი. (ადამიანი, რომელმაც სურამის ტყე გააშენა).#დედამიწაჩვენისახლია“, - წერს დავით ბირკაძე.

 

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელი მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner