logo_geo
eng_logo
რუსუდან თევზაძე: ხშირად, სიტყვის თავისუფლება პოლიტიკური კონტენტით გაჯერებულ ბულინგის სახეს იღებს
- +

24 ოქტომბერი. 2019. 00:44

 

 

 

ანალიტიკოსი რუსუდან თევზაძე, მომღერალს ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამწუხაროა, როცა სიტყვის თავისუფლება ინდივიდთა ჯგუფის მხრიდან გამოყენებულია პოლიტიკური კონტენტით გაჯერებული ბულინგის საშუალებად. 

 

მისი თქმით, ეს გრძელვადიანი, სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური აქტია, რომელიც ერთნაირად მტკივნეულია დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანისთვის.

 

გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი სახელმწიფო თავისი განვითარების ევროპულ გზაზე დგას და შესაბამისად, მართვაში იზიარებს დემოკრატიული ღირებულებების პრინციპებს. ცხადია, დემოკრატიულ საზოგადოებაში უპირველესი პრიორიტეტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, თუმცა, ძალზედ სამწუხაროა და დასაფიქრებელი, რომ ხშირ შემთხვევაში ინდივიდის ან ინდივიდთა ჯგუფის ეს უფლება, ნებით თუ უნებურად, პოლიტიკური კონტენტით გაჯერებულ ბულინგის სახეს იღებს.

 

ბულინგი და ორმაგი სტანდარტებით მიდგომა მნიშვნელოვანი საკითხისადმი, აი რა გამოიკვეთა ბოლო დღეებში მასმედიასა და სოციალური ქსელებში მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, რომელიც კონკრეტული პიროვნების მიერ, მისი საკუთარი ფინანსური სახსრების ქველმოქმედების მიზნით განკარგვის მიზანშეწონილობას უკავშირდება.

 

უკლებლივ ყველას აქვს პერსონალური უფლება თავად განკარგოს საკუთარი ფინანსები და განახორციელოს მისთვის სასურველი ქველმოქმედება. ეს ინდივიდის პირადი არჩევანია, თუ სად ვის და რა ფორმით გაუწევს დახმარებას. რაც შეეხება საკითხის პროფესიულ მხარეს, დამერწმუნეთ, რომ ეს გრძელვადიანი, სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური აქტია, რომელიც ერთნაირად მტკივნეულია დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანისთვის.

 

სასურველია, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა, კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა თუ პოლიტიკურად ორიენტირებულმა მასმედიამ, ამგვარი საკითხების საკუთარი მიზნებით გამოყენების ნაცვლად იმაზე იფიქრონ, თუ რა კატასტროფული შედეგების მომტანი შეიძლება იყოს მათთვის, მათი შვილებისა და ყველა ჩვენთაგანისთვის ამაზონის ტყეებში - „მსოფლიო ფილტვებში“ მიმდინარე საგანგაშო პროცესები“, - წერს ანალიტიკოსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 



შეგახსენებთ რომ, მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელი მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner