საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ძლიერი წვიმისა და შტორმის შედეგად რამდენიმე ქალაქი დაიტბორა. სტიქიამ აღმოსავლეთ პირენეის დეპარტამენტის ქალაქები დააზარალა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ნიაღვრის გამო რეგიონში შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა, დატბორილია მანქანები და საცხოვრებელი სახლები.
საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ძლიერი ქარი და წვიმა 24 ოქტომბერსაც გაგრძელდება.