logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: როცა საინგილოდან ჩამოსულ უსინათლო სტუდენტ ლევან ყიყიშვილს გაიცნობთ, დარწმუნდებით, რომ ყველა მიზანი მიღწევადია
- +

24 ოქტომბერი. 2019. 22:27

 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საინგილოდან ჩამოსულ სტუდენტს, ლევან ყიყიშვილს და კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორ მათე ტაკიძეს შეხვდა.

 

ლევან ყიყიშვილი ისტორიული ჰერეთიდან, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოდან უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად საქართველოში ჩამოვიდა და დღეს თბილისში კოლეჯ „სპექტრის“ სტუდენტია.

 

ლევანი შარშან საინგილოდან დამიკავშირდა ესმა გუმბერიძის - უფლებადამცველისა და დღეს, გაეროში ჩვენი ახალგაზრდობის წარმომადგენლის შუამდგომლობით. ის დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდა და ცდილობდა საქართველოში სასწავლებლად ჩამოსვლას და წელს კოლეჯსპექტრისხელმძღვანელის, მათე ტაკიძის განსაკუთრებული თანადგომით ის უკვე სტუდენტია და ეუფლება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, კერძოდ, ვებ ინტერფეისის დეველოპერის პროფესიას.

 

როდესაც გაიცნობთ ლევანს, დარწმუნდებით, რომ ყველა მიზანი მიღწევადია. საქართველოს სიყვარულმა ჩამოიყვანა საინგილოდან უსინათლო ახალგაზრდა და დღეს ის არა მხოლოდ პროფესიას ეუფლება, არამედ ემზადება დასაქმებისა და დამოუკიდებელი მოღვაწეობისათვის. ლევანი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბატონ მათე ტაკიძეს, „სპექტრისთანამშრომლებსა და სტუდენტებს, რომლებიც მისი მეგობრები გახდნენ. მათ უდიდესი თანადგომა გაუწიეს და ყოველდღიურად გვერდში უდგანან საინგილოდან ჩამოსულ სტუდენტს სასწავლო პროცესში და ახალი პროფესიის დაუფლებაში“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner