logo_geo
eng_logo
„Ryanair“ თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს
- +

25 ოქტომბერი. 2019. 11:10

 

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Ryanair“ თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ნოემბერს შესრულდება.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა.

 

ფრენები მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

 

მილანი-თბილისი-მილანი - 6 ნოემბრიდან, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;

მარსელი-ქუთაისი-მარსელი - 7 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;

ბოლონია-ქუთაისი-ბოლონია - 9 ნოემბრიდან,  კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, „Boeing B737“ ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner