logo_geo
eng_logo
ლევან ლორთქიფანიძე გუბაზ სანიკიძეს: ბოლოს გეზი იმ კაცისკენ აიღო, რომელსაც წლები დორბლიან ავადმყოფს ეძახდი, სირცხვილია რა!
- +

25 ოქტომბერი. 2019. 11:29

 

 

სამოქალაქო აქტივისტი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის „მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

„სულ რაღაც სამ წელიწადში ბიძინა ივანიშვილიდან ნინო ბურჯანაძესთან გამოიქცე, იქიდან ირაკლი ოქრუაშვილთან შეუხვიო და ბოლოს გეზი იმ კაცისკენ აიღო, რომელსაც წლები დორბლიან ავადმყოფს, ანტიქართველს, ჰიტლერს, მკვლელსა და იდაყვებამდე სისხლიანს ეძახდი.

 

რა ჰქვია ამას? სირცხვილია რა!“ - წერს ლევან ლორთქიფანიძე.

 

„მთავარი არხის“ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ ნიკა გვარამიასთან სტუმრობისას გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს: „უახლოეს დღეებში ვაპირებ, ჩავიდე კიევში და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს და ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის სვე-ბედზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner