სატვირთო ავტომობილში ნაპოვნი 39 ცხედრის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს. დაკავებულია 38 წლის მამაკაცი და ქალი უატინგტონიდან, რომლებსაც ადამიანით ვაჭრობა ედებათ ბრალად.
BBC-ის ინფორმაციით, ყველა გარდაცვლილი ჩინეთიდან იყო. სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუსრულებიათ 25 წლის სატვირთო ავტომობილის მძღოლის დაკითხვა, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილია.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 39 გარდაცვლილიდან 31-კაცი, 8-ქალია.ბრიტანეთის პოლიციამ ორი დღის წინ ესექსში, სატვირთო ავტომობილში 39 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა.