logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: უცხოელმა კოლეგებმა არ გაიგონ, რომ ქველმოქმედება საქართველოში სადავოა
- +

30 ოქტომბერი. 2019. 11:20

 

„მეუხერხულება კიდეც, უცხოელმა კოლეგებმა არ გაიგონ, რომ ქველმოქმედება საქართველოში სადავოა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„წყალტუბო უნიკალური კურორტია. ჩვენი ქვეყნის მარგალიტია, თუმცა, მე მხოლოდ ამაზე არ გავამახვილებდი ყურადღებას. პოლიტიკური რაკურსით რომ შევხედოთ, საკმაოდ მძიმეა მდგომარეობა, ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთისადმი. ეს ხელს უშლის რეალური ინფორმაციის გავრცელებას. არა მხოლოდ წყალტუბოზე, აბასთუმანზეც ისეთი მოძალებაა ე.წ. ფეიკნიუსების, რომ ბევრმა არ იცის, რა ხდება. ხალხი ზედმეტად პოლიტიზებულია და უჭირთ გაიგონ, სინამდვილეში რა ხდება“, - ასე შეაფასა წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი გიორგი ვოლსკიმ.

 

მისი თქმით, ხალხი ზედმეტად პოლიტიზებულია და უჭირთ გაიგონ, სინამდვილეში რა ხდება.

 

„მე არანაირად არ ვამცირებ სხვა ქვეყნების ღირსშესანიშნავობებს, ცნობილ ადგილებს. საფრანგეთი ან ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობენ თავიანთი კურორტებით და ასევეა საქართველო. საოცარი ადგილები გვაქვს. მაგალითად მუცო და აბასთუმანი, რომელთა რეაბილიტაციას ისევ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. ახლა მათ რიცხვს წყალტუბო ემატება. ასევე, უდიდესი მნიშვნელობის არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი. სრულიად არაჯანსაღია ის, თუ როგორ ხვდება ოპოზიცია ამ პროექტებს. მეუხერხულება კიდეც, რომ უცხოელმა კოლეგებმა არ გაიგონ, რომ ქველმოქმედება საქართველოში სადავოა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

ცნობისთვის, გუშინ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც წყალტუბოს აღორძინების პროექტზეა საუბარი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner