logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც აფიქსირებს, რომ ჩემი დიპლომი არის ნამდვილი
- +

30 ოქტომბერი. 2019. 11:27

 

„ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგი, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პოლიტიკურ ბოდვაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

 

განათლების ცენტრმა შალვა თადუმაძის განათლების დოკუმენტზე გამოთხოვილი ინფორმაცია მიაწოდა ანრი ოხანაშვილს, ომბუდსმენს, სერგო რატიანს, ირაკლი აბესაძეს, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ და თავად თადუმაძის წარმომადგენელს.

 

მან აღნიშნა, რომ პოლიტიკურ „ბოდვებზე” დამატებითი კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს.

 

„ჩემმა წარმომადგენელმა, სხვებთან ერთად, მიმართა განათლების ხარისხის ცენტრს და არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც აფიქსირებს, რომ მე აღნიშნულ სასწავლებელში ვსწავლობდი, ჩემი დიპლომი არის ნამდვილი და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგი, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პოლიტიკურ ბოდვაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ და აღნიშნა რომ, კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს, არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობიდან, არც პროკურორობიდან.

 

შეგახსენებთ რომ, 7 ოქტომბერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გაავრცელა ინფორმაცია შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, თადუმაძის დიპლომში არაერთი შეუსაბამობაა, მათ შორის, არეული თარიღები, რაც მის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner