logo_geo
eng_logo
საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან
- +

31 ოქტომბერი. 2019. 11:55

 

 

საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან. რა საკითხებს განიხილავენ დღევანდელ სხდომაზე, უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებიათ და თქვეს, რომ დეტალებზე სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მიმართ რაიმე სასჯელი იყოს გამოყენებული, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა, მეუფე ილარიონმა განაცხადა, რომ ჯერ ვერაფერს იტყვის.

 

„სინოდზე როცა იქნება მსჯელობა, ამის მერე გაგცემთ პასუხს. რასაც ადამიანი ბრალდებებს აყენებს, მაგას მტკიცებულება უნდა. ვერაფერს გეტყვით... როცა შიგნით მოხდება დიალოგი და ამის შესახებ მოვისმენთ მეუფე იაკობის განცხადებებს, რაც იყო ნათქვამი, აქედან გავაკეთებთ მოსაზრებებს. არ ვიცი, ვიმსჯელებთ თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე“, - განაცხადა მეუფე ილარიონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner