logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ჩემი მიზანია, პატრიარქი იყოს ჯანმრთელი და შესწევდეს ძალა, გააგრძელოს ჩვენთან ერთად დიდხანს ყოფნა
- +

31 ოქტომბერი. 2019. 12:50

 

„ჩემი მიზანია, პატრიარქი იყოს რაც შეიძლება დიდხანს ჯანმრთელი და შესწევდეს ძალა, გააგრძელოს ჩვენთან ერთად დიდხანს ყოფნა“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

ვიცე-პრემიერს ჟურნალისტებმა საპატრიარქოში მიმდინარე სინოდის სხდომასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

 

თეა წულუკიანმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ეკლესია დამოუკიდებელი ინსტიტუტია.

 

„ეკლესია არის ცალკე, დამოუკიდებელი და ვერ გეტყვით, რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს შიგნით. ჩემი, როგორც ალბათ, ბევრი ჩვენი ქვეყნის შვილის მიზანია, რომ ჩვენი პატრიარქი იყოს რაც შეიძლება დიდხანს ჯანმრთელი და შესწევდეს ძალა, გააგრძელოს ჩვენთან ერთად დიდხანს ყოფნა“, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ვიცე-პრემიერმა.

 

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სინოდის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner