მარნეული-სადახლოს გზაზე ერთმანეთს 2 მიკროავტობუსი და 1 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა - დაიღუპა 2 ადამიანი, 11 კი დაშავდა
-
+
1 ნოემბერი. 2019. 23:06
მარნეული -სადახლოს საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი და დაშავდა 11. შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს, 2 მიკროავტობუსი და 1 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
აღნიშნული შემთხვევა „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინსტროში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები. გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობისას უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც 2-ან მეტი ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო :