logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა
- +

5 ნოემბერი. 2019. 01:32

 


3-4 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის  განათლების, მეცნიერებისა და კულტურის  კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფებოდა​.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის განათლების, მეცნიერების, კულტურის, ადამიანის უფლებების და პეტიციების კომიტეტის თავმჯდომარესთან ირჟი დრაჰოშთან და განათლების, ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრის მოადგილესთან დანა პრუდიკოვასთან. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას განათლების სფეროში. ხაზი გაესვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების და კონკრეტული ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner