logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ნიდერლანდები ჩვენი ქვეყნის დიდი მხარდამჭერია და ამ მხარდაჭერას დიდად ვაფასებთ
- +

5 ნოემბერი. 2019. 11:11

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ნიდერლანდელ კოლეგა მარკ რუტესს შეხვედა. მოგვიანებით, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნიდერლანდები საქართველოს დიდი მხარდამჭერია როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და  ამ მხარდაჭერას ქართული მხარე დიდად აფასებს.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველა მიმართულება განიხილეს.

ეს არის ნიდერლანდებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი მაღალი დონის ვიზიტი და მთავრობის მეთაურის რანგში ჩემთვის პირველი ვიზიტი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ასევე, ვისაუბრეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე. ამ მხრივ ნიდერლანდებს მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ. მადლობელი ვართ ასევე "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის" განხორციელების პროცესში ნიდერლანდების ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, რომლის გაღრმავებისთვის ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მოხარულნი ვართ, რომ ნიდერლანდებიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner