ყვარლის გზაზე მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდები სოფელ შილდიდან იყვნენ. ისინი „მერსედესის“ მარკის ავტომობილით ყვარლის მიმართულებით მოძრაობდნენ.
თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილები 17, 21 და 22 წლის ახალგაზრდები არიან. რაც შეეხება მძიმე მდგომარეობაში მყოფ დაშავებულს, რომელიც მანქანას მართავდა, ის 19 წლისაა.
"ძალიან სწრაფად დადიოდნენ. უბედურება მოხდა," - აცხადებენ გარდაცვლილების ახლობლები.