პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტია იწყებს მზადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მათი ამბიციური ამოცანაა მიჩებული ხმები 50 %-ს მნიშვნელოვნად ასცდეს.
"აქედან გამომდინარე, გვჭირდება სერიოზული მომზადება", - აცხადებს კობახიძე.
პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს, თბილისის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, შეაჯამეს რეგიონებში გამართული შეხვედრების შედეგები.