logo_geo
eng_logo
თურქეთში საქართველოს ელჩი ერზერუმის გუბერნატორს შეხვდა
- +

7 ნოემბერი. 2019. 11:22

 

ერზერუმში სამუშაო მივლინების ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრები გამართა ერზერუმის გუბერნატორთან ოქაი მემიშთან, მერთან მეჰმეთ სექმენთან და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან ბულენთ ჩაქმაქთან.

 

შეხვედრებზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაზე. განსაკუთრებით აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.

 

თავის მხრივ, თურქულმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა, გააქტიუროს შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა საქართველოსთან.

 

საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ ასევე შეხვედრები გამართა ერზერუმისა და ართვინის პროვინციების რაიონების - თორთუმის, იუსუფელისა და უზუნდერეს გამგებლებთან და მერებთან, რა დროსაც განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner