logo_geo
eng_logo
გიორგი ბაბუნაშვილი: მომავალ წელს მეტროში დამატებით 29 ვაგონი შევა...
- +

7 ნოემბერი. 2019. 18:30

 

„მგზავრთა რიცხვი 520 000-საც რომ გადასცდეს, პრობლემა არ იქნება“, - ამის შესახებ ურბანული ლაბორატორიის დირექტორი გიორგი ბაბუნაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„მგზავრთა რაოდენობას მუდმივად ვაკონტროლებთ და ჩვენი ვარაუდით, წელს ზღვარს ვერ გადასცდება, მომავალ წელს კი მეტროში დამატებით 29 ვაგონი შევა და მგზავრთა რიცხვი 520 00-საც რომ გადასცდეს, პრობლემა არ იქნება. ამასთან, გაჩერებებს შორის ინტერვალიც მოკლე იქნება. რაც შეეხება ხალხით სავსე ვაგონებს, ამას ჯერჯერობით არაფერი ეშველება.

 

ზოგიერთი ვაგონი კაპიტალურად ორჯერ გარემონტდა და მათი კვლავ გარემონტება შეუძლებელია. თბილისის მეტროს ბოლოს მატარებლები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შეუკვეთეს და 1992 წელს ჩამოვიდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მათ დამზადებას დიდი დრო სჭირდება.

 

თბილისის მეტროს 29 ვაგონს ექსპლუატაციის ვადა გასული ჰქონდა. უკვე ერთი წელია მათ კაპიტალურად არემონტებენ და ნელ-ნელა მოდერნიზებული უბრუნდებიან ხაზებს.

 

საბურთალოს ხაზის მატარებლების რაოდენობა იზრდება და რამდენიმე ვაგონი კიდევ დაემატება. შედეგად, მატარებლის მოსვლის ინტერვალი ორ-ნახევარ წუთამდე შემცირდება. გარდა ამისა, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით მზადდება ტენდერი და საქართველოს ისტორიაში პირველად უნდა შევისყიდოთ 40 ვაგონი, რაც 10 ახალ მატარებელს შეადგენს“,- აღნიშნავს გიორგი ბაბუნაშვილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner