„ჩვენს ქვეყანაში შემოქმედებით საქმიანობაზე ცენზურა არ არსებობს, ამას უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანებმა საკუთარი სურვილით უნდა გადაწყვიტონ, უყურონ თუ არა ფილმს „და მე ვიცეკვე“. ხოლო, ვისაც ამ ფილმთან დაკავშირებით პროტესტის გრძნობა გაუჩნდება, ის მშვიდობიანი ფორმით უნდა გამოხატოს.
„მე მოვუწოდებდი ყველას სიმშვიდისკენ. გემოვნების ამბავია, ვის დააინტერესებს, რომ ეს ფილმი ნახოს და ვის არ დააინტერესებს, და გაუჩნდება პროტესტის განცდა. მნიშვნელოვანია, ეს პროტესტი იყოს მშვიდობიანი და არ გადავიდეს იმ ზღვარს, რომელიც არის კანონის დარღვევა. ორივე მხარეს აქვს არა მხოლოდ თავისუფლებები, არამედ ვალდებულებებიც“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება 20:00 საათზე იგეგმება. 19:00 საათიდან კი, კინოთეატრებთან „ქართული მარში“ და ლევან ვასაძე აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი კინოჩვენების ჩაშლას აპირებენ.