დონალდ ტრამპი ბიზნესმენ მაიკლ ბლუმბერგის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობას გამოეხმაურა.
როგორც BBC წერს, ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპმა მომავალ კონკურენტს არარაობა უწოდა და იწინასწარმეტყველა, რომ თუ ბლუმბერგი რბოლას დემოკრატების მხარეს შეუერთდება, აუცილებლად წააგებს.
„ჩემი აზრით კარგი არაფერი გამოუვა, მაგრამ ბაიდენს დიდ ზიანს მიაყენებს. მას თეთრ სახლში მოსახვედრად საკმარისი ჯადოქრობა არ არის“, - განაცხადა ტრამპმა. მან ასევე დასძინა, რომ ყველაზე ძალიან „პატარა მაიკლთან“ სურს ბრძოლა.
მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობს. ინფორმაცია ამის შესახებ The New York Times-მა გაავრცელა. 2002-2013 წლებში ბლუმბერგი ნიუ-იორკის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.