ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და ფოთის მერიის თანამშრომელი ნიკა გრიგოლია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ფოთის ოფისიდან პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
,,ყველაფერი კარგად იქნება”, - განაცხადა ირაკლი კაკულიამ. სხვა კომენტარი მას ჟურნალისტებთან არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად დაკავებულ 3 პირს ბრალად სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლება, დიდი ოდენობით ქრთამის აღება და ყალბი დოკუმენტის დამზადება ედებათ.