logo_geo
eng_logo
ვაჟა სირაძე: კინოსეანსები მშვიდ ვითარებაში წარიმართება
- +

10 ნოემბერი. 2019. 18:36

 

„კინოსეანსები მშვიდ ვითარებაში წარიმართება“, – ამის შესახებ „გალერია თბილისში“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

 

„დღესაც ადგილზე მობილიზებულია პოლიციური ძალები. ასევე ადგილზე იმყოფებოდნენ კინოლოგთა და გამნაღმველთა სამსახურები, რომლებმაც პრევენციის მიზნით, კინოდარბაზები შეამოწმეს. შესაბამისად, კინოსეანსები წარიმართება მშვიდ ვითარებაში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

 

თბილისში, კინოთეატრებთან, სადაც ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება უნდა დაიწყოს, პოლიციაა მობილიზებული.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner