logo_geo
eng_logo
რუსთავი-ლილოს გზაზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვანი
- +

11 ნოემბერი. 2019. 01:06

 

 

რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე ავტოავარიას არასრულწლოვანი და შუახნის ქალი ემსხვერპლნენ. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.

 

1ტვ-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის, 11 წლის მოზარდი.

 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner