logo_geo
eng_logo
კონგრესმენები: გვინდა რუსეთმა იცოდეს, რომ ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რაც საოკუპაციო ხაზთან ხდება
- +

11 ნოემბერი. 2019. 00:47

 

 

როცა საქმე საქართველოს მხარდაჭერას ეხება, ამ შემთხვევაში „დემოკრატებიც“ და „რესპუბლიკელებიც“ კონსენსუსს მარტივად ვაღწევთ“, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტთან დაკავშირებით. კიზინგერი კონგრესმენ ალექს მუნთან ერთად საქართველოში 4-დღიანი ვიზიტით იყო ჩამოსული.

ამერიკელი კონგრესმენებმა ერთი დღე, საოკუპაციო ხაზთან გაატარეს - სოფელ ოძისში, საიდანაც კარგად ჩანს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა, ოკუპანტები და უკანონო მავთულხლართები. კონგრესმენებმა საკუთარი თვალით ნახეს, რამდენად მძიმეა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა იძულებით შექმნილ საზღვართან. მათი გზავნილიც შესაბამისი იყო - აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

სოფელ ოძისში გამგზავრებამდე ადამ კიზინგერი და ალექს მუნი ბათუმის  თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდნენ, სადაც ხაზი გაუსვეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ისაუბრეს მის პერსპექტივებზე. შეხვდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან გზავნილი ასევე მკაფიო იყო - საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.

ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და მძიმე იყო რეალობის საკუთარი თვალით  დანახვა. გვინდა, საქართველომ, რუსეთმა და  მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ პროცესს და ვაკვირდებით იმას, რაც საოკუპაციო ხაზთან ხდება“, - განაცხადა მუნმა.

 

ადამ კიზინგერმა განაცხადა, რომ აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს აღიარებს უკანონო ოკუპაციას.

 

რუსეთის ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურია და ასევე, უკანონოა მოქალაქეების გატაცების ფაქტები.  მოგვეცა საშუალება ადგილზე, ჩვენი თვალით გვენახა არსებული მძიმე ვითარება, ჩვენი მთავარი გზავნილი ასეთია - ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის უკან დგას“, - განაცხადა კიზინგერმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner