logo_geo
eng_logo
27 ნოემბრიდან საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ექვსი თვით გახდება
- +

11 ნოემბერი. 2019. 10:30

 

27 ნოემბრიდან საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ექვსი თვით გახდება. საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით თბილისს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი ეწვია, რომელიც ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს.

 

მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უწყების ხელმძღვანელს, დავით ზალკალიანს ხვდება. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

 

ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. ასევე მოხდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის გადმოცემა.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. 27 ნოემბერს თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner