logo_geo
eng_logo
გიორგი ხუბუა: ბიძინა ივანიშვილმა 2007 წელს თქვა - ამ ქვეყნის მომავალი დღეს წყდება სწორედ უნივერსიტეტში...
- +

11 ნოემბერი. 2019. 11:03

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი ხუბუა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ უნივერსიტეტისთვის გაწეულ ქველმოქმედებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაღებულ ფილმში იხსენებს.

 

გიორგი ხუბუა ამბობს, რომ ფონდ „ქართუს“ დახმარების თხოვნით 2007 წელს მიმართა, როდესაც თსუ 90 წლის იუბილესთვის ემზადებოდა.

 

„2007 წელია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემზადება 90 წლის იუბილესთვის, პირველი კორპუსის ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდ დღეში იყო და გადავწყვიტეთ, ოფიციალური წერილით მიგვემართა ფონდ „ქართუსთვის“. ბიძინა ივანიშვილი მობრძანდა უნივერსიტეტში, შეხვედრის მთავარი თემა იყო უნივერსიტეტის როლი ქვეყნის განვითარებაში. ბატონი ბიძინას ძირითადი თეზისი იყო ის, რომ ამ ქვეყნის მომავალი დღეს წყდება სწორედ უნივერსიტეტში და სწორედ განათლება განსაზღვრავს საერთოდ ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. მისი გადაწყვეტილება იყო, რომ თქვა: მე არა მარტო პირველ კორპუსს, არამედ მეორე კორპუსსაც გავარემონტებ. ერთ მილიონ ევროს მოგცემთ წლიურად, რომ შეიძინოთ თანამედროვე სახელმძღვანელოები, ძირითადად ინგლისურ ენაზე“, - იხსენებს თსუ-ს ყოფილი რექტორი, ბერლინის შტეინბეისის კვლევითი უნივერსიტეტის პრეზიდენტი გიორგი ხუბუა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner