logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
- +

11 ნოემბერი. 2019. 17:01

 

3-9 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „მტკვარი“, „ქუთაისის აეროპორტი“ და „თბილისის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (64 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი (6.8 გრამი) და ნარკოტიკული საშუალებები მარიხუანა (482 გრამი) და ჰაშიში (1.10 გრამი) გამოავლინეს.

 

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner