გარდაცვლილი 24 წლის ბიჭის, შაკო ბარამიძის ოჯახი ავრცელებს საგანგებო განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრები ემიჯნებიან „გირჩის“ განცხადებას და მადლობას უხდიან მეუფე საბას.
მათივე ინფორმაციით, პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის, მოლოდინში რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე.
გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. დაკრძალვის თარიღი დაიგეგმა მიცვალებულის გარდაცვალების დღეს.
ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულის წესის აგებასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან.
„გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოფოსს მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისათვის. მიცვალებულის სულისათვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი. პირველი
გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო.
გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს „გირჩის“ მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებებისა“, - წერს შორენა ჩახვაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს „გირჩმა“ განცხადება გაავრცელა, რომლი თანახმად ავარიაში გარდაცვლილ 24 წლის შაკო ბარამიძესთვის სამტრედიისა და ხონის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე საბა წესის აგების საშუალებას ოჯახს არ აძლევს, რადგან ის „ბიბლიური თავისუფლების“ წევრი იყო, რომელსაც სავარაუდოდ, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდების მიზნით მიმართა.
„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საპატრიარქოს პრესმდივანმა, ანდრია ჯაღმაიძემ ფაქტი დაადასტურა და განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება ყველა ეპარქიაზე ვრცელდება.