„პოლიტიკური ცხოვრება დეგრადირებულია საქართველოში. ეს დაბალი პოლიტიკური კულტურისა და იდეების სიმცირის შედეგია“, - ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
„ჩვენი პოლიტიკური პარტიები, ძირითადად, სხვის გაშავებაზე, სხვის გაკრიტიკებაზე არიან გადართული. მიდგომა ასეთია - რაც უნდა გააკეთოს მეორე მხარემ, შეფასება ნებისმიერ შემთხვევაში ნეგატიური იქნება.
საზოგადოებაში არის მოთხოვნა სახელმწიფო იდეოლოგიის, ხედვის, რას ვაკეთებთ, რა გვინდა, რას ვთხოვთ მსოფლიოს და რას ვაძლევთ?..
იდეოლოგიის არარსებობა ფიტავს სახელმწიფო სხეულს. პოლიტიკური ცხოვრება დეგრადირებულია საქართველოში. ეს დაბალი პოლიტიკური კულტურისა და იდეების სიმცირის შედეგია.
საჭიროა პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი თაობის შემოსვლა. ასე რომ, თუ თვითონ არ გადახედავენ პოლიტიკური პარტიები საკუთარ დღის წესრიგს, საზოგადოების დაკვეთების სწორად შესრულებას არ დაიწყებენ, სულ ასეთ მდგომარეობაში იქნებიან“,- აღნიშნავს მამუკა არეშიძე.