logo_geo
eng_logo
თბილისში, მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა, არის მსხვერპლი
- +

12 ნოემბერი. 2019. 19:36

 

 

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაიღუპა, მეორე კი სხეულის მრავლობითი ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

თვითმხილველთა ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა. 


შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner