logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ფიქტიური პარტიები მანიპულაციის გზით 10 მლნ ლარის დაფინანსებას იღებენ
- +

12 ნოემბერი. 2019. 20:35

 



პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ფიქტიური პარტიები, დაფინანსების მოსაპოვებლად იყენებენ საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტს და ამგვარი მანიპულაციით შარშან, 11-მა ფიქტიურმა პარტიამ დაახლოებით, 10 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო.  

 

"ეს არის ჩვენი გადამხდელების მიერ გადახდილი 10 მილიონი ლარი, რომელიც შარშან, გაიფანტა, გაიფლანგა ფიქტიური პარტიების სასარგებლოდ. აქ იყო შემოთავაზება, რომ კი ბატონო, მანიპულაცია ცუდია, მაგრამ კანონის დონეზე მოხსენით ეს მექანიზმი. ვერ მოხერხდება ეს, კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, სამწუხაროდ, ამაზე არ საუბრობდნენ, მაგრამ მათ იციან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზღუდავს ამ მანიპულაციის მექანიზმის კანონიდან ამოღების შესაძლებლობას. ანუ, რჩება დაფინანსების მექანიზმი, არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როცა ფიქტიური პარტია იღებს მილიონიან ან ნახევარ მილიონიან დაფინანსებას და ასე შემდეგ. ჯამში, არის წელიწადში 10 მილიონ ლარზე საუბარი, რაც ძალიან ბევრია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.

 

მისივე თქმით, ეს არის ასევე უფასო საეთერო დრო, რასაც მანიპულაციის ხარჯზე იღებენ ფიქტიური პოლიტიკური პარტიები.



"საპრეზიდენტო არჩევნების დროს 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა ფიქტიური პარტიების მიერ მიღებული უფასო საეთერო დროის ღირებულებამ. ესეც არის, საბოლოო ჯამში, ჩვენი გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი ფული, ეს არის მედიასაშუალებებისთვის შეზღუდული საეთერო დრო და ასე შემდეგ. რატომ უნდა მივცეთ ჭარბი, დაუმსახურებელი ფული და უფასო საეთერო დრო იმ ფიქტიურ პარტიებს, რომლებიც ამას არ იმსახურებენ", - აცხადებს კობახიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner