logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: არ არსებობს იდეალური საარჩევნო სისტემა, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება
- +

12 ნოემბერი. 2019. 23:38

 

 

 

როდესაც ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, რომ უკვე მომდევნო არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული სისტემით, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. ეს იქნებოდა საზოგადოებრივი განწყობები, პოლიტიკური რეალობა, თუ დღეს არსებული ვითარება. ამ თვალსაზრისით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ.

 

გიორგი კახიანის თქმით, როდესაც სახელმწიფოები იღებენ გადაწყვეტილებას თუ, რომელმა საარჩევნო სისტემამ იმუშაოს სახელმწიფოში, განპირობებულია არაერთი ფაქტორით, ეს არის პოლიტიკური მოცემულობა, ისტორიული გამოცდილება თუ საარჩევნო ტრადიციები.

არ არსებობს იდეალური საარჩევნო სისტემა, ყველა საარჩევნო სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაჟორიტარულის შემთხვევაში ის, რასაც ჩვენი ქვეყნის გამოცდილებაშიც ჰქონდა ადგილი, რომ შეიძლება მანდატების რაოდენობა იყოს არაპროპორციული ხმების რაოდენობასთან. პროპორციულ საარჩევნო სისტემას სხვა უარყოფითი მხარეები აქვს, რაც შეიძლება იყოს მაგალითად სამთავრობო კრიზისები და ა.შ. მაგრამ, როდესაც სახელმწიფოები იღებენ გადაწყვეტილებას თუ რომელმა სისტემამ იმუშაოს სახელმწიფოში, ეს რა თქმა უნდა, განპირობებულია არაერთი ფაქტორით, ეს არის პოლიტიკური მოცემულობა, ისტორიული გამოცდილება თუ საარჩევნო ტრადიციები. რა მექანიზმები გვაქვს ჩვენ, ზოგადად, კანონმდებლობაში ჩადებული იმისათვის, რომ გამოვრიცხოთ პოლიტიკურ რისკები რაც შეიძლება არსებობდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მიმართებით“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner