ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოში ტრადიციული ფასეულობების გასაძლიერებლად.
როგორც სააკაშვილმა გადაცემა „მთავარი აქცენტებში“ ჩართვისას განაცხადა, ილია მეორე არის საქართველო ეკლესიის გამაერთიანებელი, ძალიან დიდი მასშტაბის ფიგურა, თავი პლუს-მინუსებით.
„მე ვარ ამ ეკლესიის შვილი, ადმიანი, ვინც ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად ბევრი რამე გავაკეთეთ იმისთვის, რომ რწმენა განმტკიცებულიყო იმისთვის, რომ ჩვენი ტრადიციული ფასეულობები გაძლიერებულიყო ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან ერთად.
მე მეუფე პეტრეს მიმართ ყოველთვის მქონდა დადებითი დამოკიდებულება, მაგრამ, მინდა გითხრათ შემდეგი რაღაცა… ძალიან მძიმეა ჩემთვის იმის ყურება და ჩემს თავს არ ვაკადრებ, განვიხილო ის ბრალდებები, რომელიც იქნა წამოსროლილი საქართველოს პატრიარქის მიმართ. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 87 წლის… ღმერთმა სიცოცხლე დიდი ხნით მისცეს, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანზეა საუბარი….
ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამის ყურება…
პატრიარქის მიმართ გამოთქმული ასეთი გამონათქვამები ვერანაირად ვერ იქნება ჩემთან დაკავშირებული, ჩემთვის ეს არის მტკივნეული და მიუღებელია…“– აცხადებს ექს-პრეზიდენტი.