შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე კახა საბანაძემ გურჯაანში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის მოძრავი ექსპრეს-ფილიალების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კახა საბანაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართულ აქციებზე პოლიციამ ყველა მხარის გამოხატვის უფლება მაქსიმალურად დაიცვა.
„პირდაპირ მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო ორივე მხარის ინტერესი, რაც მთავარია, გამოხატვის უფლება და ვფიქრობ, რომ ეს წარმატებით შესრულდა. რაც შეეხება გადაცდომებს და დარღვევებს, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა კანონის მიხედვით შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა საბანაძემ.