logo_geo
eng_logo
სან-ტომე და პრინსიპის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
- +

13 ნოემბერი. 2019. 21:45

 

14-15 ნოემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა სან-ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და თანამეგობრობის საქმეთა მინისტრი ელსა მარია ნიეტო დ’ალვა ტეშეირა დე ბაროს პინტო.

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სან-ტომე და პრინსიპის რესპუბლიკის დელეგაციის  შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან. ელსა მარია ნიეტო დ’ალვა ტეშეირა დე ბაროს პინტო პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს და მოინახულებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს.

 

ვიზიტის ფარგლებში, ელსა მარია ნიეტო დ’ალვა ტეშეირა დე ბაროს პინტო მოინახულებს საქართველოს კულტურულ ღირშესანიშნაობებს და ეწვევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ჯვრის სამონასტრო კომპლექსსა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner