თბილისის ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. დაშავებულები მგზავრები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოკატასტროფაში 3 მანქანა ფიგურირებდა, რომელთაგან ერთ-ერთი გზის საპირისპიროდ მოძრაობდა, რა დროსაც მომავალ ავტომობილს დაეჯახა, ამ უკანასკნელმა კი საჭე ვერ დაიმორჩილა და მესამე ავტომობილი დააზიანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვისას, მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.