ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ქუჩაში მოკლული საზოგადო მოღვაწის, ისტორიკოს გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში სააკაშვილის ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ სააკაშვილს პრეზიდენტი შევარდნაძე კი არა, გურამ შარაძე ებრძოდა, რომელმაც მისი რეფორმირებული სასამართლო თავზე დაამხო.
"მამაჩემის სახელის ხსენებისაც რომ გეშინია, მარტო ამაში ჩანს, რაც ხარ! შე ქარაქუცა. ახლა ისეთი ქრისტიანი თუ გახდი, რომ გარდაცვლილებზე ვერ საუბრობ, მგონი, ბატონი ედუარდი, დიდი ხანია, გამოგეცალა ხელიდან. შე არამზადა, ვის ატყუებ შენს ჭკუაში?
დაბალ ხმაზე რომ იწყებს ხოლმე და ბოლოში რეკავს, აი, სადღაც, შუაში იყო, როცა თქვა, შევარდნაძე მებრძოდა დროშაზე სასამართლოთიო. რა მიაყოლ-მოაყოლა, ამას ახლა როგორ გადმოვცემ. მიშა, შევარდნაძე კი არა, გურამ შარაძე გებრძოდა და ზუსტად, შენივე რეფორმირებული სასამართლოთი იყო, თავზე რომ დაგამხო! შევარდნაძე რომ არ გებრძოდა, ხმას არ იღებდა და პირიქით, ხელს გაფარებდა, იმიტომ არ გაგერჭო მაშინ მაგ დროშის ტარი ბოლომდე, როგორც გეკუთვნოდა არასახელმწიფო, პარტიული დროშის, თბილისის მერიის თავზე უკანონოდ გამოკიდებისთვის", - წერს რუსუდან შარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.