ბათუმი - ქობულეთის შემოვლით გზაზე, ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან. დაშავებულები ბათუმისა და ქობულეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.