ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან გაუჩინარებული 15 წლის მოზარდი და მისი თანმხლები პირი პოლიციამ თბილისში იპოვა.
ორივე მათგანი სამართალდამცავებმა პოლიციის ერთ- ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გოგონას ახლდა, სრულწლოვანია.
მანამდე კი, დაკარგული გოგოს კვალს დედაქალაქში, ისანი - სამგორის რაიონში მიაკვლიეს, სადაც ის მამაკაცთან ერთად, სასტუმროს ნომრის დაქირავებას ცდილობდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის საჯაროს სკოლის მოსწავლე, გუშინ გაუჩინარდა.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 143- ე მუხლით აღიძრა. რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.