logo_geo
eng_logo
საქართველოს დელეგაცია პარიზში მიმდინარე UNESCO -ს გენერალური კონფერენციის მე-40 სესიაში მონაწილეობს
- +

14 ნოემბერი. 2019. 20:34

 

 

                                                        

 

საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის  ხელმძღვანელობით, პარიზში 2019 წლის 12 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე  მიმდინარე UNESCO-ს  გენერალური კონფერენციის მე-40 სესიაში მონაწილეობს

 

14 ნოემბერს, ზოგადი პოლიტიკური დებატების (General Policy Debates) ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ  გენერალური კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. გამოსვლისას  ხაზი გაესვა საქართველოსა და UNESCO -ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და ქვეყნის ძალისხმევას მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით.

 

მინისტრის მოადგილემ  საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. მან სრული მხარდაჭერა გამოხატა UNESCO -ში მიმდინარე რეფორმების მიმართ, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ეფექტურობისა და მოქნილობის გაზრდის კუთხით.

 

ხათუნა თოთლაძემ კვლავ გაამახვილა ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემატიკაზე და დააფიქსირა პროცესებში ორგანიზაციის ჩართულობის გაზრდის აუცილებლობა, განსაკუთრებით კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საქმეში.

 

UNESCO -ს გენერალური კონფერენციის მე-40 სესიამ, 2020-2021 წლებში ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნის ფარგლებში, დაამტკიცა ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილე. თარიღი აღინიშნება 2021 წელს, იუნესკოს თანამონაწილეობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner